Saturday, March 14, 2015

მეცხრე ტრენინგ-დღის რეფლექსია

     მოვაწესრიგეთ პორტფოლიოს ნამუშევრები, ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ. კარგია, როცა საქმე ბოლომდე მიდის.
     ტრენინგი, "პროექტებით სწავლება", ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან უკვე შემიძლია დამოუკიდებლად ვიმუშავო მსგავს პროექტებზე და ჩემი პედაგოგიური საქმიანობა უფრო ნაყოფიერი გავხადო.  

Monday, March 9, 2015

მერვე ტრენინგ-დღის რეფლექსია

   დღეს სასწავლო პროცედურები გავწერეთ და დავასრულეთ, ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. უკვე ბევრი რამ ვისწავლეთ, საქმე შრომატევადია, თუმცა ძალიან საინტერესო.

Friday, March 6, 2015

მეშვიდე ტრენინგ-დღის რეფლექსია

   ვიმუშავეთ მოსწავლეთა დამხმარე მასალაზე, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.მუშაობა თანდათან ნაყოფიერია, ყველა საკითხს თანმიმდევრულად და საინტერესოდ გვაწვდის ტრენერი.

Monday, March 2, 2015

მეექვსე ტრენინგ-დღის რეფლექსია

    ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებში ჩვენი თემის შესაბამისი ტექსტების შეტანაზე.კარგად გავერკვიეთ შეფასების ინსტრუმენტებში.

Friday, February 27, 2015

მეხუთე ტრენინგ-დღის რეფლექსია

         გავეცანით მრავალფეროვან შეფასების რუბრიკებს, შევარჩიეთ და მოვარგეთ ჩვენს საჭიროებებს. 

Tuesday, February 24, 2015

მეოთხე ტრენინგ-დღის რეფლექსია

      მუშაობა ბევრად უფრო საინტერესო გახდა.შესაბამისად ნაყოფიერიც. უნდა დავიწყო პროექტის რეალურად განხორციელება!

Thursday, February 19, 2015

მესამე ტრენინგ-დღის რეფლექსია

      მესამე ტრენინგ- დღეს აქტიურად დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, საკვლევი ამოცანების, თემისა და შინაარსის ჩამოყალიბება, დაკავშირება ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან. ტრენერი, ბატონი გიორგი, ცდილობს ბუნდოვნად არცერთი საკითხი არ დარჩეს. იმედია, ჩვენც წარმატებული მოსწავლეები ვიქნებით.