Saturday, March 14, 2015

მეცხრე ტრენინგ-დღის რეფლექსია

     მოვაწესრიგეთ პორტფოლიოს ნამუშევრები, ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ. კარგია, როცა საქმე ბოლომდე მიდის.
     ტრენინგი, "პროექტებით სწავლება", ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან უკვე შემიძლია დამოუკიდებლად ვიმუშავო მსგავს პროექტებზე და ჩემი პედაგოგიური საქმიანობა უფრო ნაყოფიერი გავხადო.  

Monday, March 9, 2015

მერვე ტრენინგ-დღის რეფლექსია

   დღეს სასწავლო პროცედურები გავწერეთ და დავასრულეთ, ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. უკვე ბევრი რამ ვისწავლეთ, საქმე შრომატევადია, თუმცა ძალიან საინტერესო.

Friday, March 6, 2015

მეშვიდე ტრენინგ-დღის რეფლექსია

   ვიმუშავეთ მოსწავლეთა დამხმარე მასალაზე, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.მუშაობა თანდათან ნაყოფიერია, ყველა საკითხს თანმიმდევრულად და საინტერესოდ გვაწვდის ტრენერი.

Monday, March 2, 2015

მეექვსე ტრენინგ-დღის რეფლექსია

    ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებში ჩვენი თემის შესაბამისი ტექსტების შეტანაზე.კარგად გავერკვიეთ შეფასების ინსტრუმენტებში.