Sunday, May 20, 2012

მასობრივი კულტურის გავლენა ადამიანის გემოვნებაზე,ზნეობასა და ინტელექტზე

პროექტის სახელწოდება: მასობრივი კულტურის (მსუბუქი, გასართობი ლიტერატურა და ხელოვნება, ადამიანთა მასისთვის განკუთვნილი „კულტურული ხელოვნება“) გავლენა ადამიანის გემოვნებაზე,ზნეობასა და ინტელექტზე.
პროექტის მთავარი იდეა:გემოვნებიანი, ინტელექტუალური ახალგაზრდობის აღზრდა
პროექტის აქტუალობა: საკითხი აქტუალურია, რადგან ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოების დიდი ნაწილი დაკავებულია ადამიანთა მასისათვის განკუთვნილი „კულტურული პროდუქციის“ წარმოებით, რაც ,პირველ რიგში, ბიზნესია. „ყვითელი პრესა“,იაფასიანი, არაფრის მომცემი ტელესერიალები თუ შოუები, საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს. შესაბამისად, ასეთი პროდუქცია ყურებადი და გასაღებადია. მათ არსებობას კომერციული ინტერესები განსაზღვრავს და არა ადამიანთა სულიერი ცხოვრების გაღრმავება, გაფაქიზება, რომელსაც მიზნად სერიოზული კულტურა ისახავს, რომლის არეალშიც შესაძლებელია სერიოზული ადამიანური ღირებულებების შექმნა.
აშკარაა, რომ მასკულტურის მდარე ნიმუშები საზოგადოებას გემოვნებას,ზნეობრივი და ინტელექტუალური არსებობის დონეს უქვეითებს. ხშირად კი მდაბალ ვნებებსა და ანტიჰუმანურ განწყობას უღვივებს.
პროექტის მიზანი: ზნეობრივ– ინტელექტუალურ ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურის  პოპულარიზაცია.
მონაწილეთა ასაკი: 16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე (აპრილი, მაისი)
მოსალოდნელი შედეგები:  კვლევის შედეგად დავადგენთ ახალგაზრდობის კულტურული განვითარების დონეს,გავარკვევთ გამოკითხულთა რამდენი პროცენტია მასკულტურით დაინტერესებული და რამდენი სერიოზული კულტურული ღირებულებებით.კვლევის საფუძველზე დავგეგმავთ შეხვედრებს თანამედროვე კლასიკოსებთან, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან. სარეკლამო საშუალებებით პოპულარიზაციას გავუწევთ  გემოვნებიან კულტურას, რათა სასიკეთო გავლენა მოვახდინოთ ახალგაზრდობის კულტურულ განვითარებაზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსები,ინტერვიუსათვის საჭირო ჩამწერი მოწყობილობა, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო ჯგუფი, პირველ რიგში, დასახავს შესასრულებელ ამოცანებს,რომელსაც ხელმძღვანელი გაანაწილებს  ჯგუფის წევრებზე. მაგ. 2 მოსწავლე ჩაატარებს სოციოლოგიურ გამოკვლევას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებთან, რომელსაც ინტერვიუს სახით ჩაიწერს. დაისმება კითხვები: როგორ ლიტერატურას კითხულობს, რომელი ტელე–გადაცემებია მისთვის საინტერესო და ა. შ.   2 მოსწავლე შეეცდება ინტერნეტის საშუალებით ჩაატაროს გამოკითხვა და გამოიკვლიოს იგივე პრობლემა.
ინფორმაციის შეგროვების შემდეგ ჯგუფი გააკეთებს მონაცემთა ანალიზს და სქემის სახით წარმოადგენს შედეგებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მე– 11.3
პროექტის ხელმძღვანელი: ინა ბიწაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: bicadzeina@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: bicadzeina.blogspot.com

No comments:

Post a Comment